რუსეთის სახელმწიფო დუმამ, შიდსით დაავადებულებს, ბავშვების შვილად აყვანის ნება დართო

საინფორმაციო სააგენტო „tass.ru“-ს ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, შიდსით დაავადებულებს, ბავშვის შვილად აყვანის ნებართვა მიეცემათ.

კანონში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო კომპლექსური გარემოებების და უპირველესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს.

კომენტარები