რუსეთის სკოლებში „სმარტფონებს“ „შკულფონებით“ შეცვლიან

რუსეთში სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალური ტელეფონების შექმნა გადაწყვიტეს. ამ ტელეფონებს „შკულფონებს“ დაარქმევენ.

ამ ინიციატივით, რუსეთის სახელმწიფო დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მოადგილემ ბორის ჩერნიშოვმა «Ростех»-ის კორპორაციას მიმართა.

ჩერნიშოვის თქმით, ახალი ტელეფონები ბავშვებისთვის მათი სრულიად აკრძალვის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება.

ინფორმაციას „msn.com“ ავრცელებს.

კომენტარები