რუსეთის ყველაზე აგრესიული ქალაქები დასახელდა

სოჭი, რუსეთის ყველაზე აგრესიულ მაცხოვრებელთა ტოპ-25-ეულში შევიდა.
„Zoom Market“-ის სააგენტოს მიერ ივნისში ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქვეყნის ყველაზე აგრესიული მაცხოვრებლები: როსტოვში, მოსკოვში და ჩელიაბინსკში ცხოვრობენ.

რესპოდენტებს სამ კითხვას უსვამდნენ: „თქვენ თვლით თქვენს თავს აგრესიულ ადამიანად? როგორ ხშირად ავლენთ თქვენს აგრესიას? ხშირად იყენებენ თქვენთან ურთიერთობისას აგრესიას?“.
ინფორმაციას „sochi.com“ და „life.ru“ ავრცელებს.

კომენტარები