რუსეთის ცირკში, წარმოდგენის დროს დათვი მწვრთნელს თავს დაესხა

რუსეთის ცირკში, ერთ-ერთი წარმოდგენის დროს ცხოველების მწვრთნელს თავს დათვი დაესხა. ცხოველი ელექტროშოკით გათიშეს.

ცირკში მაყურებელთა დასაცავად  უსაფრთხოების ღობე არ იყო.

„აუდიტორია პანიკამ მოიცვა და გაიქცნენ, მათ შორის მეც. მათ ცხოველზე კონტროლი დაკარგეს. თავდაპირველად, ყველას ეგონა, რომ ეს სცენარი იყო. როდესაც ასისტენტმა, დათვის ცემა დაიწყო და ელექტროშოკი გამოიტანა, ხალხი პანიკაში ჩავარდა. ადგნენ და გასასვლელისკენ გაიქცნენ. ელეტროშოკის გამოყენების შემდეგაც კი, გაცეცხლებულ მდგომარეობაში მყოფი ცხოველი, არენაზე დარბოდა, რის გამოც ხალხში პანიკამ იმატა“. – ამბობენ მაყურებლები.

პოლიცია, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე მუშაობს.

 

კომენტარები