რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ საპასუხო სანქციების დაწესებას აპირებს

რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ საპასუხო სანქციების დაწესებას აპირებს. სანქციები ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირდება.

ამ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

-„პასუხები სანქციებზე, იქნება. რამდენადაც ევროკავშირის ამ სანქციების ლოკომოტივი გერმანია იყო და ეს საქნციები პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ადამინისტრაციის მაღალჩინოსნებს ეხება. საპასუხო სანქციები იქნება სარკისებური, უკვე მიღებულია, ამის შესახებ მალე შევატყობინებთ გერმანელ და ფრანგ კოლეგებს.

რუსეთი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ, შესაძლოა, ნავალნი გერმანიის ტერიტორიაზე მოეწამლათ, ან თვითმფრინავში, რომლითაც იგი ბერლინის კლინიკაში იქნა გადაყვანილი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ალექსეი ნავალნიმ, 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა, ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. 22 აგვისტოდან ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ იმყოფებოდა. 7 სექტემბერს ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, 23 სექტემბერს საავადმყოფოდან გაწერეს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიამ კვლევის შედეგად განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან. ეს დაადასტურეს საფრანგეთის და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც.

კომენტარები