რუსეთი დასავლეთ სამხედრო ოლქში 20 ახალ შენაერთს განათავსებს

რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების ქმედებების საპასუხოდ დასავლეთ სამხედრო ოლქში 20 ახალ შენაერთს განათავსებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

-„ნატოს წევრი ქვეყნები სამხედრო წვრთნებს სულ უფრო ხშირად ატარებენ, სტრატეგიული ავიაციის ფრენების ინტენსიურობას აძლიერებენ“, – აღნიშნა სერგეი შოიგუმ. ნატოს წევრი ქვეყნების ქმედებები საფრთხის ქვეშ აყენებს უსაფრთხოების არსებულ სისტემას, მოსკოვს აიძულებს, წინააღმდეგობის ადეკვატური ზომები მიიღოს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

კომენტარები