რუსეთი, რა თქმა უნდა, თავის ინტერესებს ემსახურება

 

ქართული პოლიტიკა “რუსეთი ოკუპანტია” ფრაზის გარეშე წარმოუდგენელია უკვე, მთელი ქართული პოლიტიკა ამ ფრაზის ირგვლივ არის დაშენებული.
“რუსეთ ოკუპანტია ?” კითხვის პასუხი უკვე ერთგვარ განმსაზღვრელად გადაიქცა თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნები.
მისაღები ხარ თუ არა ამათუ იმ პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიისთვის, რომელიც პასუხის შესაბამისად განაგრძობს შენთან თანამშრომლობას.
რუსეთი, რომ ოკუპანტია და ოკუპირებულები, რომ ვართ ამის ათას გზის გამეორება არა ოკუპაციასთან რეალური ბრძოლა არამედ ოკუპაციის ერთგვარი დაკანონებაა.
მოკლედ რომ ავუხსნა მკითხველს ჩვენი პოლიტიკური ისტემბლიშმენტის ბრძოლა (გამონაკლისების გარდა) ოკუპაციასთან იწყება და სრულდება ამ ფრაზის ჯიუტად გამეორებით და ერთმანეთთან შეჯიბრით თუ რომელი ძალა უფრო მეტჯერ გაიმეორებს რუსეთი ოკუპანტიას.
ამ დროს კი ყველაზე ჯიუტად ამ ფრაზას იმ პოლიტიკური ძალის ლიდერები იმეორებს, რომლებსაც მოსკოვზე ნაკლები წვლილი არ შეუტანიათ ოკუპაციაში, აღარაფერს ვამბობ კოლექტიურ სერგი კაპამაძეებზე, რომლებიც გვარწმუნებს “ისკანდერის ტიპის რაკეტები გავისროლეთო”
კოლექტიური ბაქრაძეები კი ომის დაწყებას საერთაშორისო დონეზე აღიარებით გვაცნობს თავს.
როდესაც ამ ორომტრიალში ვართ რუსეთი რა თქმა უნდა თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს რეგიონში და რა თქმა უნდა ეს ინტერესები პირველ რიგში თავის საზღვრებთან ამერიკული სამხედრო ბაზების თავიდან აცილება გახლავთ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები