„რუსეთი საუბრობს ამერიკასთან და არა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებთან. ანუ არც ვარსებობთ…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“

სტუმარი: კონსტანტინე მორგოშია – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი

-„თავი რომ დავანებოთ რუსეთსა და ამერიკას. ორი მხარე შეთანხმდა რაღაცაზე და დაარღვია ერთმა მხარემ, მეორე მხარეს ყოველთვის აქვს უფლება, რომ იმ მხარეს არ ენდოს. აქ არ არის არც რუსეთზე და არც ამერიკაზე საუბარი.

შესაბამისად, ახლა რამდენიც არ უნდა კერონ ჭრან და ჩვენ რუსეთუმები გვეძახონ, ფაქტი ფაქტია. როდესაც გაფართოებული შეთანხმება მოხდა და მოხდა სწორედ იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც ჩამოაყალიბე რუსეთმა, ევროპელებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „გადააგდეს რუსები“. ამიტომ რუსებს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უფლება აქვთ, არ დაგიჯერონ და არგუმენტად მოჰყავთ არა ჭორი და რაღაც ყურში ნაჩურჩულები, ფაქტი, რომელიც გეტყვის, შენ მე შემპირდი და „გადამაგდე“. თუ „გადამაგდე“ გუშინ, რატომ ვერ „გადამაგდებ“ ხვალ! შესაბამისად, ამ კუთხით თავისთავად ცხადია, რუსეთის მოთხოვნები აბსოლუტურად ადეკვატური და სწორია. აქ პრობლემა სხვა რამ არის კიდევ, რუსეთ-საქართველოსა  და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე რუსეთი საუბრობს ამერიკასთან და არა საქართველოსთან და უკრაინის ხელისუფლებებთან. ანუ არც ვარსებობთ. ორი ზესახელმწიფო თავისი გავლენების არეალებს ადგენს ერთმანეთში ისე, რომ საერთოდ აზრიც კი არ უკითხავთ საქართველოსთვის და უკრაინისთვის.

შენი ქვეყნის ბედი წყდება, საქართველოს და უკრაინის ბედი წყდება, ზის ორი ზესახელმწიფო და შენ აზრასაც არ გეკითხებიან….“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/auiEUEJorT/

კომენტარები