რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინიმ, სირიას, ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სერგეი ვერშინი ტერორიზმის საბოლოო განადგურებამდე, ბრძოლის პირობას დებს. მინისტრის მოადგილე ჟურნალისტებთან საუბრისას, ყურადღებას ტერორისტთა იდლიბში განლაგებულ ძალებზე ამახვილებს, საიდანაც ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ვერშინინი ასევე სირიისთვის, მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევასაც აანონებს.