რუსეთი ღია ცის შეთანხმებაში მოწინავე ტექნოლოგიებს ამკვიდრებს

რუსეთი ღია ცის შეთანხმებაში მოწინავე ტექნოლოგიებს ამკვიდრებს, რითაც პარტნიორ ქვეყნებს 5-6 წლით უსწრებს. რუსული სადამკვირვებლო ფრენებისთვის ხელის შესაშლელად ამერიკელმა მზვერავებმა მოლაპარაკების დარღვევაში რუსეთის დადანაშაულება დაიწყო. – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთანხმებების ზედამხედველობის თავმჯდომარემ სერგეი რიჟკოვმა.

აშშ-ს საერთაშორისო საქმეთა პალატის წარმომადგენელი ელიოტ ენგელი აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამო ამერიკა ღია ცის ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესაძლებლობაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, ღია ცის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1992 წელს, რომელიც ცივი ომის შემდეგ პარტნიორი ქვეყნების ერთმანეთთან ნდობის განსამტკიცებლად შეიქმნა. ამოქმედდა 2002 წლიდან.

ხელშეკრულება წევრებს ავალდებულებს შეიარაღებული ძალებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ერთმანეთისთვის ღია და ხელმისაწვდომი იყოს.

წყარო: ria.ru

კომენტარები