რუსეთი ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას იწყებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადებას ავრცელებს:

-„რუსეთმა ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ახალ პირობებში ღია ცის ხელშეკრულების ფუნქციონირების გაგრძელებისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრაში პროგრესის არარსებობის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, – რუსეთი ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას იწყებს. პროცედურის დასრულებისთანავე შესაბამის უწყებას ხელშეკრულების დეპოზიტარებს დავუგზავნით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს, სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ითვალისწინებს ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

2020 წლის 22 მაისს აშშ-მა ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლაზე გამოაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, – რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ თავისი საზღვრის გასწვრივ, 10-კილომენტრიანი დერეფნის ფარგლებში და ამგვარად ცდილობდა, გამოეთქვა ყალბი პრეტენზია, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

 

კომენტარები