რუსეთი წიწიბურას ექსპორტს კრძალავს

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა, მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

მთავრობის განკარგულებით, აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება, 31 აგვისტომდე დარჩება ძალაში.

გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ კვირაში ქვეყნიდან წიწიბურის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის წინადადებით გამოვიდა. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება.

კომენტარები