რუსეთმა იაპონიას, უვიზო მიმოსვლის შესახებ გაკეთებული შეთავაზება შეახსენა
რუსეთმა იაპონიას, დიდი ხნის წინ, უვიზო მიმოსვლის შესახებ გაკეთებული შეთავაზება შეახსენა.
„მალე რუსეთსა და იაპონიას შორის მიმოსვლა დაიწყება, როგორც საქმიანი შეხვედრების, ასევე, ტურისტული მიზნების გამო,“ – განაცახდა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იაპონელ კოლეგასთან, ტარო კონოსთან შეხვედრის დროს.
ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ მზადაა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს.
რუსეთში იაპონია მოლაპარაკებებს “2+2-ის“ ფორმატში აწარმოებს.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იღებენ.
რუსეთს სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ, ხოლო იაპონიას ტარო კონო და ტაკსეი ივაია წარმოადგენენ.
მხარეები, გარდა უვიზო მიმოსვლისა, ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის საკვანძო საკითხებზეც მსჯელობენ.