რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 ჯარისკაცი და ოფიცერი

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 ჯარისკაცი და ოფიცერი და 500 ერთეული ტექნიკა განათავსა.

-„უკრაინის სიახლოვეს ასეთი რაოდენობის სამხედროების კონცენტრაცია 2014-2015 წლების შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ჯარის განთავსება სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინ მოხდა. ახლა შეტევისთვის მზადება არ მიდის, მაგრამ დაჯგუფება საკმაოდ მრავალრიცხოვანია“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ. ამ ინფორმაციას aspi.com.ua ავრცელებს.

 უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

კომენტარები