„რუსეთს უნდა ესმოდეს… ევროკავშირისა და ნატოს რეაქცია მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება“-დმიტრო კულება

რუსეთს უნდა ესმოდეს, უკრაინაზე მორიგი თავდასხმის შემთხვევაში, ევროკავშირისა და ნატოს რეაქცია მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ  კიევში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

-„რუსეთმა მკაფიოდ უნდა გაიაზროს, მის სამხედრო ავანტიურას მტკივნეული შედეგები მოჰყვება. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, გაეროში, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით იმოქმედონ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები