„რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინია“- ალექსანდრე ლუკაშენკო

რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ბელარუსის ან რუსეთის ხელისუფლებაში.

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

-„ეს გადაულახავი ფაქტორია, ეს ჩვენს ერებში ღრმად არის გამჯდარი, იმის მიუხედავად, ჩვენთან ძმური ურთიერთობები პარტნიორულ ურთიერთობებზე გაცვალეს.

ბელარუსი არავისთან მეგობრობს ვინმეს წინააღმდეგ, მხარს უჭერს მრავალვექტორულობასა და პროგნოზირებად საგარეო პოლიტიკას.

რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინია,  – მას ახლო მოკავშირეები არ დარჩა, ბოლო დროს დასავლეთმა ჩვენს მიმართ ინტერესის გამოხატვა დაიწყო. ყველამ იცის ჩვენი პასუხი: – ბელარუსი არავისთან მეგობრობს ვინმეს წინააღმდეგ.  მხარს ვუჭერთ მრავალვექტორულობას, თანმიმდევრულ და პროგნოზირებად საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

კომენტარები