რუსეთში არქეოლოგებმა უძველესი სათამაშო აღმოაჩინეს
ასტრახანში, ყორღან “ბოგამოლნიე პესკი-ზე” მიმდინარე გათხრებისას არქეოლოგებმა მოზარდის სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც სათამაშო ძვლების (კოჭების) ნაკრები და კერამიკის ჭურჭელი იყო.
მეცნიერები სამარხს ჩვენს ერამდე II ათასწლეულით ათარიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ემბრიონის პოზაში დამარხული მოზარდი 4 ათასი წლისაა. არქეოლოგების თქმით, აღნიშნული პოზა ბავშვის მაღალ სოციალურ სტატუსზე მეტყველებს.
“მოზარდი თიხის ჭურჭლითა და სათამაშო კოჭების ნაკრებითაა დამარხული ჩვენს ერამდე 1800-200 წელს“, – წერენ არქეოლოგები Instagram-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში დაბა ნიკოლსკოესთან ფერმერმა რუსტამ მუდაევმა სახლის მიმდებარედ ორმოს თხრისას ძველებური ბრინჯაოს ქვაბი იპოვა. არქეოლოგებმა გათხრები სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს.
წყარო: sputnik-georgia.com