რუსეთში ბენზიმზიდი ავარიაში მოჰყვა

რუსეთში, ბენზიმზიდი ავარიაში მოჰყვა. დაღუპულია 4 ადამიანი.დაშავებულია კიდევ 3.

7 ივლისს, გვიან ღამით, ავტოცისტერნა 2 ტურისტმა გააჩერა. მძღოლს  ავტომაგისტრალამდე მიყვანა სთხოვა.  მგზავრობისას მათ კიდევ 8 ადამიანი შეუერთდა, რომლებიც მძღოლმა ცისტერნაზე დასვა. ისინი მარათონის მონაწილეები იყვნენ.

გზაში სატვირთო ავტომობილს მუხრუჭებმა უმტყუნა, გზიდან გადავიდა. შეჯახების გამო ცეცხლი მოედო.

ბენზინმზიდის მძღოლი ნასვამი იყო. მძღოლი დაკავებულია.

შემთხვევა სვერდლოვსკის ოლქში მოხდა.

 

კომენტარები