რუსეთში, გარკვეული დროით, სატვირთო მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

რუსეთში 20 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სატვირთო მანქანებისათვის გზებზე მოძრაობა შეიზღუდება.
აკრძალვა ძალაში ამინდის ცვლილებასთან ერთად შევა. სატვირთო მანქანებს მოძრაობა მას შემდეგ აეკრძალებათ, რაც ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგზაო მოძრაობის ფედერალურ სააგენტოში ავრცელებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გზებზე სპეციალური ამკრძალავი საგზაო ნიშნები გამოჩნდება. რომლის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლის წინააღმდეგ შესაბამისი ადმინისტარციული ღონისძიებები გატარდება.

კომენტარები