რუსეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ღია კინოფესტივალ „კინოტავრის” კონკურსანტებს შეაფასებს
რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი რუსეთის ღია კინოფესტივალ „კინოტავრის” ჟიურის შემადგენლობაში შევიდა. ღია კინოფესტივალი სოჭში 9-16 ივნისის გაიმართება.
გიგინეიშვილთან ერთად, საკონკურსო ფილმებს, ძირითად კონკურსში კომპოზიტორი ალექსეი აიგი, კინომცოდნე ანჟელიკა არტიუხი, სცენარისტი და რეჟისორი ნატალია მეშჩანინოვა, ოპერატორი ალიშერ ხამიდხოჯაევი და მსახიობი ანა ჩიპოვსკაია შეაფასებენ.
კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ კონსტანტინ ხაბენსკი დასახელდა.
ჟიური გამარჯვებულს 15 ფილმს შორის შეარჩევს.
კინოფესტივალის ჟიურიში მონაწილეობა გიგინეიშვილმა მოკლედ და ნათლად შეაფასა:
„საპასუხისმგებლო საქმე”, – დაწერა რეჟისორმა საკუთარ Instagram-გვერდზე.
რუსული ღია კინოფესტივალი „კინოტავრი” სოჭში 1991 წლიდან ტარდება, რომლის ორგანიზატორია მარკ რუდინშტეინი, კინოფესტივალის პრეზიდენტია ალექსანდრ როდნიანსკი.