„რუსეთში მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად ФСБ-ს ალყით, თავდამსხმელის მიმართ ულტიმატუმითა და, საბოლოოდ, შტურმით დასრულდებოდა, რომელსაც მოჰყვებოდა მსხვერპლი“ – რუსული მედია
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” ძარცვას რუსული გამოცემებიც ეხმაურებიან.
-„როგორ წაიღო მძარცველმა ბანკიდან 500 000 ათასი დოლარი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას interfax.ru, – მათი ცნობითა, მძარცველი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა და ავტომატითა და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული, მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების ან ძალოვანი უწყებების ყოფილი წარმომადგენელი იყო.