რუსეთში, ოქტომბრიდან კორონავირუსზე ვაქცინაციის საყოველთაო კამპანიას გეგმავენ – BBC

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ოქტომბერში, კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის კამპანიისთვის ემზადება. ამის შესახებ BBC წერს.

Reuters-ის მიერ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარეგულირებელი უწყებები პოტენციურ ვაქცინას მიმდინარე თვეში დაამტკიცებენ.

„რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო აცხადებს, „ ვაქცინას, პირველ რიგში, ექიმები და მასწავლებლები მიიღებენ“, – წერს BBC.

6 ივლისს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის უსაფრთხოების სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰაკერების ჯგუფმა, სახელწოდებით APT29, მიზნად დაისახეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების მასალების მოპარვა.

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) განაცხადა, – 95%-ზე მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ აღნიშნული ჯგუფი რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილია.

მოსკოვი ამ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები