რუსეთში რეალიზებული ხორცის შემადგენლობაში, ანტიბიოტიკის გადამეტებული დოზა დაფიქსირდა
რუსეთში ხარისხის მართვის სააგენტომ, მაღაზიებში ხორცის კვლევის ღონისძიებები ჩაატარა. პროდუქცია 17 ყველაზე მსხვილი და პოპულარული მაღაზიებისგან იქნა აღებული. ერთი კილოგრამი ფარშის ფასი რუსეთში 200-დან 430 რუბლამდე მერყეობს. შემოწმებული პროდუქციის 30% ღორის ხორცს, ხოლო 70% საქონლის ხორცს შეიცავდა. ფარში სპეციალისტებმა, მძიმე მეტალების, ფოსფატების და ანტიბიოტიკების შემადგენლობაზე შეამოწმეს. გარდა ამისა, გადაიხედა ხორცის გარეგნული მდგომარეობა და სუნიც. პროდუქტმა შემოწმება ყოველმხრივ წარმატებით გაიარა. დარღვევა ხორცის შემადგენლობაში, მხოლოდ ანტიბიოტიკების გადამეტულ დოზაზე დაფიქსირდა.