რუსეთში რვა წლის ბავშვი ძველ მაცივარში გაგუდული იპოვეს

რუსეთში, სარატოვსკის ოლქის სოფელ კანავკაში, რვა წლის ბიჭუნა სახლის დამხმარე სათავსოში მდგარ ძველებულ მაცივარში გარდაცვილი იპოვეს.

ამის  შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ადგილობრივი სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება.

წინასწარი ინფორმაციით, 8 ივნისს ეზოში სათამაშოდ გასული ბავშვი შინ არ დაბრუნდა. დედამ და ნათესავებმა, მიუხედავად ხანგრძლივი ძებნისა, ბიჭუნა ვერსად იპოვეს. მხოლოდ 9 ივნისის ღამის 1 საათზე აღმოაჩინა ბიძამ ის სათავსოში მდგარ მაცივარში. ბავშვი გაგუდული იყო.

ოჯახი მაცივარ ЗиЛ-ს, რომლის კარიც მხოლოდ გარედან იღება, ფქვილის შესანახად იყენებდა.

გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და სასამართლო ექსპერტიზა დანიშნეს ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად.

კომენტარები