რუსეთში, სამედიცნო დაზღვევის წესში, ცვლილებები შედის
რუსეთში, სამედიცინო დაზღვევის ახალი წესები სულ მალე ძალაში შევა.
ოფიციალური დოკუმენტი, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც, დოკუმენტშია აღნიშნული, პოლიკლინიკები პროფილაქტიკის მიზნით, რუსეთის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებენ.
მომავალი ორი წლის განმავლობაში კი, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის დისპანსერიზაციას და პროფილაქტიკულ შემოწმებას გეგმავს, რის შემდეგაც, ყოველ მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, სხვადასხა ჯგუფს მიაკუთვნებენ.
ქრონიკული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ექიმის კონტროლსა და დისპანსერულ დაკვირვებას უზრუნველყოფს.
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, სამედიცინო გამოკვლევა წელიწადში რამდენჯერმე ჩაუტარდებათ. თუკი გამოკვლევის შესახებ პაციენტს დაავიწყდება, სამედიცინო პერსონალი აუცილებლად გაახსენებს.
გარდა ამისა, სადაზღვეო კომპანიები მოქალაქეთა საჩივრებსაც მიიღებენ.