რუსეთს ტაიფუნი “ვიპა” ემუქრება

რუსეთის პრიმორსკის მხარეში ტაიფუნ „ვიპას“ ელოდებიან. ასე იუწყება „პრიმჰიდრომეტი“. ივლისში ამ მხარეს შტორმი „დანასი“ დაატყდა თავს. რეგიონს დიდი ზარალი მიადგა. იქ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია გამოცხადებული. ახალი ტაიფუნი „ვიპა“ „დანასის“ ტრაექტორიას გაიმეორებს, ყვითელი ზღვის, ვლადივოსტოკისა და ნახოდკის გავლით პრიმორსკის აღმოსავლეთ სანაპიროს შეუტევს. 10 დღე-ღამეში ტროპოსფეროში თუ არაფერი შეიცვალა, გადაუღებელი წვიმები რეგიონს 12-13 აგვისტოს დაატყდება თავს.

კომენტარები