რუსეთში უკრაინის კონსული დააკავეს

ფსბ – მ საიდუმლო მასალების მოპოვებისთვის რუსეთში უკრაინის კონსული დააკავა.
2021 – წლის 16 აპრილს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქესთან შეხვედრისას უკრაინის კონსული დააკავა.
დიპლომატი გასაიდუმლოებული მასალების სახით იღებდა მონაცემებს რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისა და ფსბ-ს შესახებ, დააკავა უკრაინის მთავარი კონსული სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე სოსონიუკი,” ნათქვამია განცხადებაში.

ფსბ-ს განცხადებით, ეს წარმოდგენდა მტრულ ქმედებებს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც შეუსაბამოა დიპლომატიური სტატუსის მქონე პირთან. “ზომები უცხოელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო ნორმების შესაბამისი იქნება.”

ირაკლი ჯანყარაშვილი

 

კომენტარები