რუსეთში ქართველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთში, ქართველი ექიმი, ზაალ გიორგაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ზაალ გიორგაძე მეოთხე საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. ის 67 წლის იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მას სახლში დარჩენა შეეძლო, თავის კოლექტივთან ერთად ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა.

ზაალ გიორგაძე უამრავ პაციენტს დაეხმარა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, რუსეთის მუფტის მოადგილეს, რაფიკ ფატახეტდინოვს.

კომენტარები