რუსეთ-დასავლეთის იანვრის მოლაპარაკებების მთავარი თემა სულაც არ არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხი

 

ვაშინგტონი ირწმუნება, რომ კონსტრუქციულ დისკუსიას ელიან. „ნატოს მოკავშირეებიც და რუსებიც დიალოგის ერთგული არიან. ყველა მოკავშირეს სურს რუსეთთან დიალოგის გამართვა, მაგრამ ამავე დროს ისინი იჭერენ საერთო პოზიციას უკრაინაში რუსეთის შემდგომი შემოჭრის დაუშვებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნება – როგორც ნატოდან, ასევე ევროკავშირიდან“, – ირწმუნება აშშ-ის ელჩი ნატოში ჯულიანა სმიტი.

სინამდვილეში კი ყველაფერი გარკვეულწილად უფრო რთული და განსხვავებულია. რუსეთ-დასავლეთის იანვრის მოლაპარაკებების მთავარი თემა სულაც არ არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხი. ასეთი შთაბეჭდილების შექმნას სწორედ შეერთებული შტატები ცდილობს.
თუმცა რეალობა გაცილებით სხვაა და იანვრის მოლაპარაკებებზე მხარეებს არ უმსეჯელიათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხზე იმდენი რამდენსაც ამას კიევში მოელოდნენ.
უკრაინაში სამოქალაქო ომი, ფაქტობრივად, რუსეთ-დასავლური კონფლიქტური ურთიერთობების შედეგია და როგორც კი ამ ურთიერთობებში თამაშის წესები დამუშავდება და შეიცვლება, უკრაინის საკითხი ბევრად უფრო ადვილი მოსაგვარებელი იქნება.

საკითხის ადვილად და უმტკივნეულოდ მოგვარება კი პირველ რიგში ვაშინგტონის ინტერესებში შედის რადგან არც ამერიკას და მითუმეტეს არც მის მოკავშირეებს არ სჭირდებათ მოსკოვთან დაძაბულობის გაზრდა რა თქმა უნდა ისინი შეიარაღებულ კონფლიქტსაც ერიდებიან.
არავინ ისვრის ზელენსკის დასაცავად და ეს უნდა ესმოდეთ კიევში.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები