რუსთაველზე აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები უკვე მეექვსე დღეა იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

წინა დღეებთან შედარებით დღეს მომიტინგეთა რაოდენობა ნაკლებია და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ჯერჯერობით არ გამხდარა საჭირო. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

 

კომენტარები