რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი გრძელდება.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები პოზიტიურად აფასებენ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ მმართველიგუნდის ინიციატივას, მაგრამ ისინი ისევ მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

“მშვიდობა არის ქვაკუთხედი ჩვენი პროტესტის, ჩვენ პირობა მივეცით მაკო გომურს რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე”,- აცხადებენ აქციაზე.

კომენტარები