„რუსთაველის“ მეტროს ინციდენტზე შსს-მ გამოძიება რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო
„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტზე, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ასევე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ,,რუსთაველის” მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.