რუსთაველი მგზავრები თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გადახდას ელექტრონულად შეძლებენ
კომპანია ინტერტრანსი გადახდის ახალ, თანამედროვე სისტემაზე გადადის. ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად ,,მეტრომანის“ და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ ,,ყვითელ” მიკროავტობუსში დამონტაჟდა. სიახლეა ისიც რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.
მგაზვრობის ღირებულების გადახდა მსურველს ნაღდი ფულითაც შეუძლია. უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.
თანამედროვე გადახდის სისტემების მონტაჟი რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში უახლოეს პერიოდში დასრულდება, – ამის შესახებ “ინფო რუსთავს “ინტერტრანსში” განუცხადეს.
“ინტერტრანსის” საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, სოფო ცერცვაძის განცხადებით, ახალი გადახდის სისტემა ყველა ყვითელ მიკროავტობუსში დამონტაჟდება.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკურად აღჭურვის პროცესი უკვე დასრულებულია 65 ერთეულ მიკროავტობუსში.
წყარო: “ინფო რუსთავი”