რუსთავის თეატრის მსახიობი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავის თეატრის მსახიობი გიორგი რევაზიშვილი გარდაიცვალა. მსახიობი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. 

მსახიობის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს: 

„ვერ წარმოვიდგენდით ამის დაწერა თუ მოგვიწევდა…

მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ნიჭიერი მსახიობი გიორგი რევაზიშვილი, რომელიც ბოლო ათეული წელი ამშვენებდა ჩვენს თეატრს.

ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს და ყველას ვისაც გიორგი მისი ხალასი იუმორით უყვარდა!“ 

რუსთავის თეატრი / Rustavi Theatre

19 საათის წინ

კომენტარები