რუსთავის მერს ტრაქტორი და ღვინო მოპარეს

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სააგარაკო სახლი გაქურდეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, სახლიდან წაღებულია ხელის ტრაქტორი, ღვინო და სხვა საოჯახო თუ სამეურნეო დანიშნულების ნივთები.

მოსახლეობის თქმით, ირაკლი ტაბაღუას ოჯახმა სახლის გაქურდვის შესახებ სამი დღის წინ შეიტყო, თუმცა უცნობია, ქურდობის ფაქტი როდის მოხდა.

რუსთავის მერი და მისი ოჯახი თორტიზაში მდებარე სახლში მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან.

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა მათი ინფორმაციით, გამოძიება დამნაშავის კვალზე ჯერ არ გასულა.

კომენტარები