რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ.
აქციაში მონაწილეობას „რუსთავის ფოლადის” წვრილსორტული საამქროს 50-მდე მუშა იღებს. ისინი 400-ლარიანი ხელფასის გაზრდას და სამცვლიანი, 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის შეცვლას, ასევე, დამატებითი საათების ანაზღაურებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის საწარმოს ხელმძღვანელობას ადმინისტრაციის შენობაში ხვდება.

კომენტარები