რუსთავის ტბაში 11 წლის მოზარდი დაიხრჩო (ვიდეო)
“რუსთავის პარკში მდებარე ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვმა ტბაში შეცურა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იმყოფებიან.
შემთხვევის ადგილზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირები მივიდნენ.
ამ წუთებში
Posted by Info rustavi on Monday, June 17, 2019