“რუსთავი 2” ყოფილი სახით ვერ იარსებებდა ევროპის სივრცეში ის არ იყო ევროპული გზის ორიენტირი!

ვახტანგ კომახიძე : ევროპული გზის ორიენტირად “რუსთავი 2-ის” შერაცხვის მხარდაჭერებს ნეტავ შეუძლიათ დაასახელონ ერთი ტელეკომპანია მაინც ევროპის ტერიტორიაზე, რომელიც იტყუება წელიწადში 365 ჯერ, რომელიც მონაწილეობს რევოლუციურ სცენარებში, რომელიც შანტაჟის და სიძულვილის ენით ელაპარაკება მაყურებელს?პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპული გზა არც უბრალოდ გეოგრფიული მიმართულებაა და არც რომელიმე გეოპოლიტიკური არეალის სიძულვილის ფორმულა. “რუსთავი 2” ყოფილი სახით ვერ იარსებებდა ევროპის სივრცეში ის არ იყო ევროპული გზის ორიენტირი! ის იყო სიძულვილის და ძალაუფლების მოხვეჭის ინსტრუმენტი! საქართველოს ნამდვილად ესაჭიროება თავისუფალი მედია. ეს სხვა საკითხია!
და საერთოდ, პრიმიტიულობაა პოლიტიკური არგუმენტების გამოყენება კანონიერი ქმედებების საწინააღმდეგოდ!

კომენტარები