რუსთავში ავარიას მორაგბე ემსხვერპლა

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

შემთხვევა, ფიროსმანის ქუჩაზე გუშინ მოხდა. „მერსედესის” მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის მორაგბე ნიკოლოზ კევლიშვილია. ის რუსთავის კლუბ „ხარების” მორაგბე იყო.

დაშავებული უგონო მდგომარეობაში კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

კომენტარები