რუსთავში ავარია – 16 წლის ელენე ბაშარული ემხვერპლა – სიჩქარით მოძრავი ავტომობილი

წუხელ, რუსთავში ავარიას, 16 წლის გოგონა ემხვერპლა.  რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველის განცხადებით,  გოგონა ძაღლს ასეირნებდა, გზაზე გადადიოდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

ის რუსთავის მე-16 სკოლაში სწავლობდა.

რუსთაველის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

პალიტრავიდეო

კომენტარები