„რუსთავში, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ “თუთარჩელას“ კიდევ 5 წევრს კორონავირუსი – კლინიკაში არიან“

-„რუსთავში, კორონავირუსი ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ ,,თუთარჩელას“ კიდევ 5 წევრს დაუდასტურდა.  ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 16 გახდა.

ინფიცირებულები კოვიდმიმღებ კლინიკაში არიან გადაყვანილი, გუნდის დანარჩენი წევრები და მათი კონტაქტები კი ამ დროისათვის კარანტინში და თვითიზოლაციაში ვრჩებით“, – განაცხადა  გუნდის ხელმძღვანელმა, თამარ ბუაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

აჭარა – 190 შემთხვევა, თბილისში – 179 , იმერეთში – 91, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 10, მცხეთა – მთიანეთში – 3, გურიაში – 3, კახეთში – 11, სამცხე- ჯავახეთში – 1.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები