რუსთავში დაკარგული გოგოს მამა აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული

რუსთავში დაკარგული გოგოს მამა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე საკუთარ ოჯახში იმყოფება.
ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
4 წლის გოგო ნაპოვნია და ის პოლიციამ დედას დაუბრუნა. ბავშვი მამამ აფხაზეთში გადაიყვანა, ამის შესახებ დედამ არ იცოდა და შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

კომენტარები