რუსთავში, საზოგადოებრივი მოძრაობის “გავიგუდეთ” აქტივისტებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს

რუსთავში, საზოგადოებრივი მოძრაობის “გავიგუდეთ” აქტივისტებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, “ჯეოსთილი” ფილტრების გარეშე მუშაობს და ქალაქს მავნე გამონაბოლქვით აბინძურებს.

“დააყენე ფილტრები-გავიგუდეთ!” – ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ, დააყენონ ფილტრები და შეწყვიტონ გარემოს მავნე გამონაბოლქვით დაბინძურება.

„ჩვენ აქ ვცხოვრობთ და არსად წასვლას არ ვაპირებთ! დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ “ჯეოსთილის” დირექტორს შევახსენოთ მისივე დაპირება, რომ ფილტრს ერთთ თვეში დააყენებდა. ჩვენი მოთხოვნა ეხება არა მხოლოდ “ჯეოსთილს” არამედ ქალაქში არსებულ სხვა დანარჩენ ქარხნებსაც, რომლებიც ფილტრების გარეშე მუშაობენ და გვწამლავენ”, – განაცხადეს აქციის   მონაწილეებმა.

 

 

 

 

 

კომენტარები