რუსთავში სამხედროებმა მოსახლეობა ხანძრისგან იხსნეს
რუსთავში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 42–ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრი შენიშნეს. სამხედროებმა ალმოდებული კორპუსიდან მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
მოსახლეობა აღნიშნული დახმარებისათვის მადლობას უხდის სამხედროებს: კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს.