რუსთავში ხანძარი – მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

-„ რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე.

მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“.

კომენტარები