რუსი სასულიერო პირი, რომელიც საქართველოსთვის ლოცულობდა – მის საფლავზე მომლოცველთა ნაკადი დღემდე არ წყდება

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, ტაძ­რის უკა­ნა მხა­რეს, ალ­ბათ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია, რომ ყო­ველ­თვის ხალ­ხმრავ­ლო­ბაა, ადა­მი­ა­ნე­ბი მამა ვი­ტა­ლის (სი­დო­რენ­კო) საფ­ლავ­თან მი­დი­ან, სან­თლებს ან­თე­ბენ, ლო­ცუ­ლო­ბენ და მამა ვი­ტა­ლის შემ­წე­ო­ბას სთხო­ვენ, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე­ში და­ი­ბა­რა: “მო­დით ჩემს საფ­ლავ­თან, თქვენს გა­სა­ჭირ­ზე, რო­გორც ცო­ცხალს მო­მი­ყე­ვით და და­გეხ­მა­რე­ბით”. ამი­ტო­მაც არის, რომ ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტაძ­რის ეზო­ში, მის საფ­ლავ­თან, არ წყდე­ბა მომ­ლოც­ველ­თა ნა­კა­დი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ზო­გი­ერთს გა­მოს­ცხა­დე­ბია კი­დეც და ნუ­გე­შიც უცია… აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე მი­სუ­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბის­გან სა­ო­ცარ ამ­ბავ­სა თუ ის­ტო­რი­ას მო­ის­მენ, რომ მამა ვი­ტა­ლი მათ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, შემ­წე­ო­ბას უჩენს. ისი­ნიც მუდ­მი­ვად სტუმ­რო­ბენ და სა­კუ­თარ გა­სა­ჭირ­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან… ჰოდა, ამი­ტო­მაც იქ მი­სუ­ლე­ბი მუხ­ლმოყ­რი­ლე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ…

მამა ვი­ტა­ლის ცხოვ­რე­ბის გზა

1992 წელს, თბი­ლის­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, ერთი სქე­მარ­ქი­მან­დრი­ტი დიდ ღვაწლ­ში იყო: დღე­ებს მდუ­მა­რე­ბა­სა და ლოც­ვა­ში ატა­რებ­და, წყალ­სა და პურ­ზე გა­და­დი­ო­და, უამ­რავ სან­თელს ან­თებ­და, ცივ ქვა­ზე მუხ­ლმოყ­რი­ლი ლო­ცუ­ლობ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ავედ­რებ­და, უფალს სიმ­შვი­დეს შეს­თხოვ­და. ეროვ­ნე­ბით რუსი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც მსა­ხუ­რებ­და…

ვი­ტა­ლი სი­ო­რენ­კო კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში 1928 წელს და­ი­ბა­და. რო­დე­საც დედა (შემ­დგომ­ში – მო­ნა­ზო­ნი), მას­ზე ფეხ­მძი­მედ იყო, უფალს ევედ­რე­ბო­და: “ღმერ­თო, ისე­თი შვი­ლი მო­მე­ცი, შენც სათ­ნო გე­ყოს და ხალ­ხსაც”. რომ და­ი­ბა­და, მერ­ვე დღეს, ტა­ძარ­ში მი­იყ­ვა­ნეს. მო­ძღვარ­მა, წე­სი­სა­მებრ, სა­კურ­თხე­ველ­ში შე­იყ­ვა­ნა. ჩვი­ლის­გან თურ­მე სა­ო­ცა­რი მად­ლი გად­მო­ვი­და. გა­ო­ცე­ბულ­მა მო­ძღვარ­მა ბავ­შვი წმი­და ტრა­პეზ­ზე და­აწ­ვი­ნა, მერე კი მშობ­ლებს უთხრა, – დიდი ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბაო… ხორ­ცის ჭამა ჯერ კი­დევ ჩვილს აუკ­რძა­ლავს, ოთხშა­ბათ-პა­რას­კევს რძე­საც არ აკა­რებ­და პირს. კი­თხვა რომ უს­წავ­ლია, მისი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი სა­ხა­რე­ბა იყო. ზა­რე­ბის რეკ­ვას რომ გა­ი­გო­ნებ­და, ტაძ­რის­კენ გარ­ბო­და.

მეშ­ვი­დე კლას­ში ნეკ­რა­სო­ვის “რკი­ნიგ­ზის” წა­კი­თხვა უთხო­ვი­ათ, მას ასე წა­უ­კი­თხავს: “სამ­ყა­როს მარ­თავს მეფე და­უნ­დო­ბე­ლი. ეს მეფე სტა­ლი­ნია”. მის რე­ლი­გი­ურ “და­ნა­შა­ულს” პო­ლი­ტი­კუ­რიც მი­ე­მა­ტა და სკო­ლი­დან გა­რი­ცხეს. 16 წლის ვი­ტა­ლიმ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პას­პორ­ტი და­ხია, რად­გან ბე­რო­ბის სურ­ვი­ლი ჰქონ­და… ერთი პე­რი­ო­დი წმი­და სერ­გის ლავ­რა­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ იქ მისი უსა­ბუ­თოდ გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და, ამი­ტომ გლი­ნის უდაბ­ნო­ში წას­ვლა ურ­ჩი­ეს, სა­დაც დიდი მა­მე­ბი მოღ­ვა­წე­ობ­დნენ. მათ­გან ვი­ტა­ლიმ სიმ­დაბ­ლე, მორ­ჩი­ლე­ბა, ღვთი­სა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი ის­წავ­ლა. მალე მისი იქ და­მალ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და და მო­ძღვრის კურ­თხე­ვით, ტა­გან­როგ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მორ­წმუ­ნე­ე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა. მათ­თან ერ­თად ფე­ხით მო­ი­ლო­ცა რუ­სე­თის სიწ­მინ­დე­ე­ბი. ხში­რად იჭერ­დნენ, სცემ­დნენ, შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ. იმ სა­ში­ნელ ყო­ფა­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზიც და­ე­მარ­თა. თურ­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ღამე იქ მყო­ფი მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის­თვის ლო­ცუ­ლობ­და. სას­წა­უ­ლის წყა­ლო­ბით, მა­შინ ვი­ტა­ლი გა­დარ­ჩა.

კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ გლი­ნის უდაბ­ნო და­ხუ­რუ­ლი­ყო, ამი­ტომ მა­მებ­მა ვი­ტა­ლი ბე­რად აღ­კვე­ცეს და აფხა­ზე­თის მთებ­ში გა­უშ­ვეს. იმ პე­რი­ოდ­ში იქ ბევ­რი ბერი მოღ­ვა­წე­ობ­და. სუ­ლი­ერ ძმებს შე­უყ­ვარ­დათ ვი­ტა­ლი და მა­საც უყ­ვარ­და ისი­ნი. ისეთ სიმ­დაბ­ლეს მი­აღ­წია, ყვე­ლაფ­რის­თვის უღირ­სად მი­აჩ­ნდა თავი, ამი­ტომ საჭ­მელს, სას­მელს, სა­წოლს, სა­მოსს ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლოს ეტა­ნე­ბო­და… 1969 წელს მთებ­ში უკვე სა­ხი­ფა­თო იყო მისი დარ­ჩე­ნა – მა­შინ­დელ­მა მი­ლი­ცი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ბია იქა­უ­რო­ბა. ბე­რებ­მა აკურ­თხეს მამა ვი­ტა­ლი და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და, სა­დაც იმ­ხა­ნად მიტ­რო­პო­ლი­ტი ზი­ნო­ბი მა­ჟუ­გა მოღ­ვა­წე­ობ­და (მისი აღ­კვე­ცი­ლია ბე­რად უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II). ვი­ტა­ლიმ ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტა­ძარ­ში და­ი­წყო მსა­ხუ­რე­ბა. 1976 წელს მღვდლად აკურ­თხეს… მერე დი­დუ­ბე­ში, ერთ პა­ტა­რა ქოხ­ში და­სახ­ლდა. მიტ­რო­პო­ლიტ ზი­ნო­ბის კურ­თხე­ვით, მისი სახ­ლი მო­ნას­ტრად იქცა.

თურ­მე ძალ­ზე ჰყვა­რე­ბია მამა ვი­ტა­ლის ქარ­თუ­ლი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, გა­ლო­ბა, დი­დად აფა­სებ­და ქარ­თველ წმინ­და­ნებს. უხა­რო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რწმე­ნის აღორ­ძი­ნე­ბა, “რუ­სეთს კი სძი­ნავს!” – სი­ნა­ნუ­ლით ამ­ბობ­და. მის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის “წმინ­და ივე­რია” იყო. ომი 30 წლით ადრე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა. მე­ტის­მე­ტად გა­ნიც­დი­და ამ ძმა­თამ­კვლელ სა­ში­ნე­ლე­ბას, წუხ­და ქარ­თვე­ლე­ბის ში­ნა­ო­მის გამო. თბი­ლისს ყო­ველ სა­ათს ოთხივ კუ­თხივ აკურ­თხებ­და და უფალს მის დაც­ვას ევედ­რე­ბო­და.

ჯერ კი­დევ აფხა­ზე­თის ომამ­დე, რამ­დე­ნი­მე წლით ადრე, ყვე­ლას აფრ­თხი­ლებ­და: “იქ­ნე­ბა მი­წა­ზე სა­ში­ნე­ლი სის­ხლისღვრა, ძმა­თა კვლა, შიმ­ში­ლი. ნუ გა­და­აგ­დებთ საჭ­მელს, რად­გან მა­შინ ნარ­ჩე­ნე­ბი­თაც კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბით. შე­ი­ცა­ნით სა­კუ­თა­რი თავი და გა­ი­გეთ, რომ რაც სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა, ჩვე­ნი ბრა­ლია, ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი­სა”. სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის კურ­თხე­ვის­თვის რომ მი­ვი­დოდ­ნენ მას­თან, უარს ეუბ­ნე­ბო­და: “არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ად­გი­ლას უნდა იდ­გეთ და ღმერ­თი თვი­თონ მოვა თქვენ­თან”.

მას­თან ნუ­გე­შის მი­სა­ღე­ბად მთე­ლი ქვეყ­ნი­დან მო­დი­ოდ­ნენ. მო­ძღვარ­თან შეს­ვლი­სას ლო­ცუ­ლობ­დნენ და კურ­თხე­ვას სთხოვ­დნენ, ის კი პა­სუ­ხად მუხლს მო­იდ­რეკ­და მლოც­ვე­ლის წი­ნა­შე, ხელ­ზე ეამ­ბო­რე­ბო­და და კურ­თხე­ვას იქით სთხოვ­და. ცხოვ­რე­ბა­ზე მო­წუ­წუ­ნე­ებს ანუ­გე­შებ­და: “ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რია რთუ­ლი. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი გეყ­ვა­რე­ბა და გულ­წრფე­ლად ეც­დე­ბი მათ დახ­მა­რე­ბას, ცხოვ­რე­ბა გა­გი­ი­ოლ­დე­ბა”.

ძალ­ზე მკაც­რი იყო მათ მი­მართ, ვინც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს გა­ნი­კი­თხავ­და: როცა მღვდე­ლი მსა­ხუ­რე­ბას აღავ­ლენს, ის ცე­ცხლის ალს ჰგავს. სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ნახ­ვა რომ შე­ეძ­ლოს, ამ­ხე­ლა პა­ტი­ვი­სა თა­ვად­ვე შე­ე­შინ­დე­ბო­და;

რო­დე­საც დად­გა მისი ამ­ქვეყ­ნი­დან გას­ვლის ჟამი, ვი­ნა­ი­დან ავად­მყო­ფობ­და, სუ­ლი­ერ შვი­ლებს და­უ­ბა­რა, მუ­დამ უწ­მინ­დე­სის გვერ­დით მდგა­რიყ­ვნენ. 1992 წლის 1 დე­კემ­ბერს აღეს­რუ­ლა. მიც­ვა­ლე­ბულს წესი უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვი­ტა­ლის­თვის მი­ტე­ვე­ბის ფურ­ცე­ლი უნდა ჩა­ე­დოთ ხელ­ში, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­შა­ლა ხელი გარ­დაც­ვლილ­მა, ფურ­ცლის ჩა­დე­ბის შემ­დეგ კი ისევ მო­მუ­ჭა “მო­ნა­ზონ­თა ცრემ­ლე­ბის გამო კუ­ბო­დან ხელს გა­მო­ვიწ­ვდი”, – გა­ახ­სენ­დათ დე­დებს მამა ვი­ტა­ლის ნათ­ქვა­მი.

1992 წლის 5 დე­კემ­ბერს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის კურ­თხე­ვით, მამა ვი­ტა­ლი წმი­და ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტაძ­რის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს. წირ­ვას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II აღას­რუ­ლებ­და, რო­მელ­მაც ქა­და­გე­ბა­ში ბრძა­ნა:

“დღეს ჩვენ უკა­ნას­კნელ გზა­ზე ვა­ცი­ლებთ უდი­დეს ხუ­ცესს, სქე­მარ­ქი­მან­დრიტ ვი­ტა­ლის. ვინც მას იც­ნობ­და, ვი­საც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა ჰქონ­და, იცის, რა­ო­დენ წმი­და იყო ამ გა­სა­ო­ცა­რი ბე­რის ცხოვ­რე­ბა…

ვა­ცი­ლებთ მას, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მამა ვი­ტა­ლი მა­რად­ჟამს ჩვენ­თა­ნაა და იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლას ყო­ველ­დღი­უ­რად გვქონ­დეს სუ­ლი­ე­რი ნუ­გე­ში, გა­დავ­წყვი­ტეთ, იგი წმი­და ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტაძ­რის ეზო­ში დავ­კრძა­ლოთ. ეს ყვე­ლას მოგ­ვცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ხში­რად მი­ვი­დეთ მას­თან, მი­ვი­ღოთ მისი კურ­თხე­ვა. ისე­ვე, რო­გორც სი­ცო­ცხლე­ში, იგი ყო­ველ­თვის დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვენ. უფალ­მა და­ა­წე­სოს მისი სული მარ­თალ­თა სა­ნა­ხებ­ში. გვახ­სოვ­დეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუ­ცეს­თა­გა­ნია, რომ­ლე­ბიც გან­საც­დე­ლის ჟამს სიყ­ვა­რუ­ლით მი­ი­ღო ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრმა ღვთივ­კურ­თხე­ულ­მა ივე­რი­ამ…”

წყარო: ambebi.ge

კომენტარები