რუსლან აუშევი: ძვირფასო ქართველო ძმებო, ჩვენ, ინგუშები – თქვენს გამო ამაყები და გახარებულები ვართ!

– „ქართველი ექიმები!!!
მათი მეთოდი კორონავირუსის წინააღმდეგ იყო უნიკალური მსოფლიოში, ისინი იანვრიდან, წინსწრებით მუშაობენ! მკურნალობს 83; გამოჯანმრთელდა 30 და არცერთი გარდაცვლილი! არჩენენ 80, 90 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს, რომელთაც აქვთ მძიმე, სისტემური დაავადებები! უკვე მსოფლიო ალაპარაკდა ქართველ ექიმებზე და მათთან კონსულტაციებს გადიან! სახელმწიფოს მხარდამხარ იღწვიან ეს გმირი ქართველი ექიმები, რომლებიც ძველი თაობის და წრთობის, მაგრამ იმავდროულად, მსოფლიოს უმაღლესი დონის სწავლულები არიან!
ძვირფასო ქართველო ძმებო, ჩვენ – ინგუშები – თქვენს გამო ამაყები და გახარებულები ვართ!“ – წერს რუსლან აუშევი. ფეისბუქზე ამ პოსტს 6 ათასზე მეტი გაზიარება და 2 ათასზე მეტი კომენტარი აქვს. კომენტარებში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ქართველი ექიმების წინაშე ქედს იხრიან.

წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=1058471201204028&set=a.163262380724919&type=3&theater

კომენტარები