რუსმა ფიგურისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – 20 წლის სპორტსმენი 

იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონმა, ფიგურისტმა ეკატერინა ალექსანდროვსკაიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 20 წლის სპორტსმენი  ფანჯრიდან გადახტა, მე-6 სართულიდან.

სამართალდამცველებმა მის ბინაში წერილი იპოვეს –  ერთადერთი სიტყვით „მიყვარხარ.“

თვითმკვლელობის მიზეზი დეპრესია გახდა. სპორტსმენს კარიერული ჩავარდნა ჰქონდა. ბოლო პერიოდში იძულებული გახდა,  სტრიპტიზის მოცეკვავედ ემუშავა. მას რამდენჯერმე ფსიქიატრის დახმარებაც დასჭირდა.

კომენტარები