რუსმა ჩოგბურთელმა შარაპოვამ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, წავიდეს დიდი ჩოგბურთიდან. ტრავმების გამო მას აღარ შეუძლია ისე თამაში, როგორც ადრე.
შარაპოვამ გამოსამშვიდებელი წერილი ჟურნალ Vogue-ის საიტზე გამოაქვეყნა. მარიამ გაიხსენა, რომ სპორტის ამ სახეობას დაუთმო 28 წელი – პირველად კორტზე ის 4 წლის მიიყვანა მამამ, როცა ისინი ჯერ კიდევ სოჭაში ცხოვრობდნენ.
თავის ინსტაგრმში სპორტსმენი აღნიშნავს, რომ „ჩოგბურთმა აჩვენა მას მსოფლიო და ის, თუ რას წარმოადგენდა“. „ეს არის ის, როგორ ვცდიდი საკუთარ თავს და როგორ ვზომავდი საკუთარ განვითარებას, – წერს შარაპოვა, – ასე რომ, რაც არ უნდა ავირჩიო ჩემი ცხოვრების მომდევნო გზად, აღმავლობის მომდევნო მწვერვალად, მე კვლავაც ვიქნები მიზანდასახული, შემტევი. კვლავაც გავიზრდები და განვვითარდები“.
კარიერის მანძილზე რუსმა სპორტსმენმა დიდი სლემის ხუთი ტურნირი მოიგო. რამდენიმე წლის წინათ აღმოჩნდა დოპინგ-სკანდალის ცენტრში. მარიამ განაცხადა, რომ მიიღო მელდონიუმი და მოიხადა დისკვალიფიკაცია.

იხილეთ: https://www.instagram.com/p/B9CBIXtJ1eP/?utm_source=ig_embed

წყარო: instagram.com

კომენტარები