რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატოს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ

რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ. ამ ინფორმაციას ნატო-ს სამხედრო საჰაერო ძალები ავრცელებს.

ორი რუსული „ტუ-22“, რომლებსაც თან ახლდა ორი „სუ-27“ ტიპის სამხედრო მოიერიშე, თავდაპირველად რუმინეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა, შემდეგ თურქეთის ტერიტორიისკენ.  ინციდენტი 19 მაისს მოხდა.

საპასუხოდ, ნატო-მ საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის მონაწილე ქვეყნების თვითმფრინავები გააგზავნა. მათ შორის იყო რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მოიერიშეები. მათ საშუალება არ მისცეს რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიახლოებოდნენ. 

კომენტარები